კიერან ტრიპიერი სერია ა-ში?

24-05-2019, 13:11

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიური "ნაპოლი" ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელები "დეზების" ახლაგაზრდა მცველის, კიერან ტრიპიერის გადმობირებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მცველის დამატებით პირადად, კარლო ანჩელოტი ინტერესდება, რომელიც მაქსიმალურად ეცდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელის დამატებას.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისელი მცველის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით