ეპოქის დასასრული, სერხიო რამოსი "რეალიდან" მიდის

24-05-2019, 15:28

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა  As იტყობინება, მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინის "იუვენტუსში" გადავიდეს.


აღსანიშნავია, რომ 33 წლის ესპანელს ბოლო დროს ურთიერთობა გაუფუჭდა ფლორენტინო პერესთანაც და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეია რის გამოც რამოსი კლუბის დატოვებას ფიქრობს.

სერხიოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება "იუვენტუსის" ვარიანტს, კრიშტიანუ რონალდუ მთავარი მოტივია ესპანელის იტალიაში შესაძლო გადაბარგებს. ჯერჯერობით მადრიდული გამოცემა სხვა კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით