კიელინი: "იმედია, კონტე "ინტერთან" ერთად ვერაფრის მოგებას შეძლებს"

24-05-2019, 17:17

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ "ინტერის" მწვრთნელად ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა.

"კონტეს "ინტერში" ხილვა ჩემთვის სამწუხარო იქნება. ანტონიოს არ ვაკრიტიკებ, ყველამ იცის, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს".

"იმედია მაქვს, რომ თუ კონტე მილანურ კლუბში დაინიშნება, ისინი ვერაფერს ვერ მოიგებენ. როცა ანტონიო "ჩელსის" მწვრთნელი იყო, ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ "ინტერის" შემთხვევაში ეს შეუძლებელია", - კიელინის სიტყვებს Calciomercato ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით