ლერიო სანე "ბაიერნს" უახლოდება

24-05-2019, 19:19

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტის" გერმანელი შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს "რეკორდმაისტერებისთვის" მთავარი სამიზენი, ლეროი სანე იქნება.

როგორც ცნობილია, გერამნული კლუბის ბოსები მზად არიან, "ქალაქელებს" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემოთ ხსენებულმა 23 წლის შემტევმა, პრემიერ ლიგაში 31 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 10 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით