"რეალი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: "მაურისიო პოჩეტინოს სიტყვები, სიმართლეს არ შეესაბამება"

25-05-2019, 01:23

მადრიდის "რეალი", ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრისთვის, "სანტიაგო ბერნაბეუს" სავარჯიშო ბაზად გამოყენების თაობაზე, ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს განცხადებას პასუხობს:

"სიცრუეა ნებისმიერი ბრალდება იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესმა მას ჩვენს მოედანზე ვარჯიშის ფუფუნების სანაცვლოდ, "რეალის" თავკაცობა შესთავაზა."

"ლოს ბლანკოსი" ყოველთვის დიდი პატივისცემით ეკიდებოდა "UEFA-ს" რეგულაციებს და მზად ვართ ნებისმიერ გუნდს, საზღვრების ფარგლებში დახმარება გავუწიოთ."

"თუმცა მიუხედავად ამისა, მადრიდულ გრანდს არასდროს უთხოვია "ბერნაბეუზე" ვინმესთვის სესიების ჩატარება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ორთაბრძოლა, 1 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით