დემბელეს შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა

25-05-2019, 13:08

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლიონის" შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს მაქსიმალურად ეცდებიან ფრანგული კლუბიდან, მუსა დემბელეს გადმობირებას.

როგორც ცნობილია, "იუნაიტედის" ბოსები მზად არიან, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლიონს" 35 მილიონი ფუნტი შესთავაზონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მუსა დემბელემ მიმდიანრე სეზონში, ფრანგული კლუბის მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 20 გატანილი გოლით  და 5 საგოლე გადაცემთ გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით