ჟოაო ფელიში: "რონალდო ზუსტად ისეთია, როგორც ფლეისთეიშენში"

25-05-2019, 15:41

წარმატებული სეზონის შემდგომ ლისაბონის "ბენფიკას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჟოაო ფელიში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

19 წლის ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდოსთან პირველი შეხვედრის ემოციებზე ისაუბრა.

"საკმაოდ ამაღელვებელი იყო. ეს ჩემი ოცნების ახდენას ჰგავს. ასეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით თამაში უდიდესი პატივია."

"ზუსტად არც კი მახსოვს რა მითხრა, რადგან იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მე რონალდოს გვერდით ვიდექი."

"სახლში რომ მივედი, ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ის ზუსტად ისეთივა, როგორიც ფლეისთეიშენში." - აცხადებს ფელიში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით