კეინი ფინალისთვის მზად იქნება

25-05-2019, 15:50

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი კვირით ადრე ლონდონის "ტოტენჰემის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "დეზების" ლიდერი, ჰარი კეინი სეზონის გადამწყვეტი მატჩისთვის მზად იქნება.

წყაროს ცნობით, კეინი შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს, თუმცა, იგი შეხვედრის მეორე ნახევარში აუცილებლად ჩაერთვება თამაშში.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელი "სიტისთან" პირველი 1/4 ფინალური შეხვედრის შემდგომ ტრავმირებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით