გატუზო: "მილანის" ლიგაზე გაყვანა ჩემთვის არავის დაუვალებია"

25-05-2019, 22:37

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მიმდინარე სეზონის შესახებ კიდევ ერთხელ ისაურბრა.

"ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მე-5 ადგილი ჩვენთვის ჩავარდნა არ იქნება, რადგან ჩვენ უკვე მოვაგროვეთ იმაზე მეტი ქულა, ვიდრე წინა სეზონებში".

"პრობლემები გვქონდა, მაგრამ მათ გავუმკლავდით. სერია ა-ში რამდენიმე გუნდი "მილანზე" უკეთაა დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენ ცხილში მათთან ძალიან ახლოს ვართ".

"გარდა ამისა, ჩემთვის "როსონერიში" არავის უთქვამს, რომ გუნდი აუცილებლად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გასულიყო. მე მთხოვეს, რომ ეს მეცადა და ახლა ამის გაკეთების არც თუ ისე ცუდი შანსი გვაქვს", - ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით