რა დაუჯდება "რეალს" ედენ აზარის ტრანსფერი ?

25-05-2019, 23:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", ევროპის ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი თავდამსხმელის, ედენ აზარის ტრანსფერის განხორციელებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატები" 28 წლის შემტევს, 130 მილიონ ევროდ აფასებენ და ამ ღირებულების შეცვლას, არავითარ შემთხვევაში გეგმავენ.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსის" მთავარი მიზანი, აზარის ნაადრევი გადაბირება და სხვა ტრანსფერებზე ყურადღების გადატანაა, თუმცა რამდენად მოახერხებენ ისინი 88 მილიონიანი ბიუჯეტით ამას, ეს ჯერაც დავის საკითხია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს, "ჩელსისთან" კონტრაქტი, 2020 წლამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით