"მანჩესტერ სიტი": "პეპ გვარდიოლა "იუვენტუსში" წასვლას არ აპირებს"

26-05-2019, 00:02

"მანჩესტერ სიტის" დირექტორთა საბჭოს წევრი, ესპანელი ალბერტო გალასი, კლუბის მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მომავალზე საუბრობს:

"არ ვიცი საიდან დაიწყო მედიაში ამის შესახებ საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, პეპი ჩვენს გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს და "იუვენტუსში" წასვლას არ გეგმავს."

"ეს საკითხი აქამდე არც კი განგვიხილია და არ მესმის თუ საჯაროდ რატომ უნდა ვისაუბროთ იმ სპეციალისტის მომდევნო სეზონზე, რომელსაც "სიტისთან" კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვარდიოლას ტრანსფერი ტურინულ გრანდში, 14 ივნისს გაოფიციალურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით