ჟან-მიკელ აულასი: "ნაბილ ფეკირი "ლიონს" ზაფხულში დატოვებს"

26-05-2019, 01:29

ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" პრეზიდენტი, ჟან-მიკელ აულასი, კლუბის კაპიტანსა და ნახევარმცველზე, ნაბილ ფეკირზე საუბრობს:

"პირველ რიგში გვსურს ნაბილს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ, მან ამ წლების წლის განმავლობაში, მისი პერფორმანსებით, გულშემატკივრებს თავი შეაყვარა და არაერთი დაუვიწყარი მომენტი შექმნა."

"წინა სეზონისგან განსხვავებით, ახლა უკვე მზად ვართ მას წასვლის უფლება მივცეთ, რადგანაც ამჟამად ჩვენი სპორტული პროექტი, განსხვავებული მიმართულებით მიდის."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, მერსესაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით