ჯენარო გატუზო: "ჩემი "მილანში" დარჩენა, ჩემპიონთა ლიგის საგზურზე დამოკიდებული არაა"

26-05-2019, 12:08

იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, მის მომავალზე საუბრობს:

"კლუბში დარჩენა სულაც არაა იმაზე დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას."

"ასეთი მოთხოვნით არავინ მოსულა, დიახ აუცილებელია ამ მიზნისთვის ვიბრძოლოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა გარკვეული ბარიერები ჩემთვის არავის დაუწესებია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი ამჟამად სერია ა-ს ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს 65 ქულით>



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით