"ატლეტიკო" "მან სიტის" მცველით დაინტერესდა

26-05-2019, 13:11

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ატლეტიკოს" ბოსები უახლოეს პერიოდში მიმართავენ "ქალაქელებს"  ნიკოლას ოტამდენის თაობაზე.

როგორც ცნობლია, ისინი მზად არიან "სიტის" არგენტინელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკოლას ოტამედნიმ ამ სეზონში "მანჩესტერ სიტი" მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით