ჟოაო ფელეში პრემიერ ლიგაში?

26-05-2019, 13:31

დღეს ცნობილმა გამოცემამ Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლისაბონის "ბენფიკას" ახალგაზრდა ტალანტის, ჟოაო ფელეშის  შეძენით პრემიერ ლიგის გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 19 წლის პორტუგალიელისთვის, "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ.

როგორც ცნობილია, თუ ზემოთ ხსენებული გუნდები, ფელეშის შეძენას გადაწყვეტენ, მაშინ მათ პორტუგალიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა მანჩესტერული კლუბებისა, ფებურთელის დამატებით ევროპის არაერთი გრანდი ინტერესდება, მათ შორის არიან: ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "ალტეტიკო" და კატალონიის "ბარსელონა".

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკას" მაისურით 37 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩნა 19 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით მოახერხა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით