"იუნაიტედის" ახალი სამიზმე 22 წლის პორტუგალიელი მცველია

9-08-2019, 13:12

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Mirror იუწყება, ინგლისურმა  "მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" 22 წლის მცველს, რუბენ დიაშს თვალი დაადგა.

მანჩესტერელები ახალგაზრდა მცველით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც "ნაპოლიმ" კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ 150 გირვანქა სტერლინგი მოითხოვა.

სენეგალის ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ "მანჩესტერი" 85 მილიონს იხდიდა, თუმცა იტალიელებმა უარით გაისტუმრეს. "ბენფიკამ" კი გასულ სეზონის დაწყებამდე "ლიონს" დიაშის ტრანსფერში შეთავაზებულ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგზე უარი განაცხადა და ფეხბურთელის დათმობას 60 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

რუბენი "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში დიაშმა 55 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით