"არსენალი" უმტიტის შეძენით დაინტერესდა

26-05-2019, 18:13

ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "არსენალი" კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველის დამატებით დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ლონდონელები ზაფხულის სატრანსერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, კატალონიელთა რიგებიდან, სამუელ უმტიტი დაიმატონ.

როგორც ცნობილია, "არსენალის" ბოსები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მოლაპარაკებებს ფრნაგი ფეხბურთელის თაობაზე.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელიც უკმაყოფილოა არსებული სათამაშო დროით, რის გამოც შესაძლოა კლუბი დატოვოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სამულ უმტიტის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით