"არსენალი" "ატლეტიკოს" ფეხბურთელით დაინტერესდა

26-05-2019, 19:18

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" შუახაზელის შეძენით დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მადრიდელთა" რიგებიდან, ტომას პარტეის გადმობირებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, გუნდები უახლოეს პერიოდში წინადადებით მიმართავენ "ატლეტიკოს" ფეხბურთელის თაობაზე.

რაც შეეხება პარტეის სურვილის, მისი აგენტის განცხადებით, ის კარიერის გაგრძელების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ტომას პარტეის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით