"ჩელსის" ფინალში შესაძლოა კანტე დააკლდეს

26-05-2019, 19:21

ევროპის ლიგის ფინალამდე სამი დღით ადრე ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა Goal-ის ცნობით, "არისტოკრატების" ფრანგი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე ტრავმირებულია.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა დაზიანება "ვოტფორდთან" შეხვედრის დროს მიიღო და ამის გამო შესაძლოა ევროპის ლიგის ფინალში ვერ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" ფინალში თანაქალაქელ "არსენალს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 მაისს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით