ალეგრი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს

26-05-2019, 23:31

მიმდინარე ზაფხულში, "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა მასიმო ალეგრი დაინიშნოს.

ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, მილანური კლუბის შეფი, ივან გაზიდისი უკვე დაუკავშირდა 51 წლის სპეციალისტს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდგომ ალეგრი ტურინის "იუვენტუსიდან" მიდის. მისი სახელი კი არაერთ იტალიურ კლუბს დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2010-14 წლებში იკავებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით