"მანჩესტერ სიტი" ჟოაო ფელიქსის ტრანსფერს უახლოვდება !

27-05-2019, 01:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი", ლისაბონის "ბენფიკას" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ჟოაო ფელიქსის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელები" 19 წლის ამომავალ ვარსკვლავს, დავიდ სილვას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით მანჩესტერულ გრანდს, მომდევნო სეზონის ბოლოს დატოვებს.

ცნობების მიხედვით, პეპ გვარდიოლას გუნდი მზადაა ფელიქსის სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქა გადაიხადოს და ამასთან ერთად, იჯარის წესით, 1 წლის განმავლობაში, სამშობლოში დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 შეხვედრაში, 16 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით