ლუის სუარესი: "მუხლზე ოპერაცია, ჩემი სურვილით არ გამიკეთებია"

27-05-2019, 01:25

კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, "კოპა დელ რეის" ფინალის გამოტოვებაზე საუბრობს:

"მსურს ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებულ კრიტიკას ვუპასუხო იმის შესახებ თუ რატომ გადავწყვიტე ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის, უბრალო ტრავმის გამო გამოტოვება."

"იმ მუხლის მდგომარეობა, რომელიც ვარჯიშზე დავიზიანე, თანდათანობით გაუარესდა, ამიტომაც ოპერაციის გაკეთება, აუცილებელი გახდა, ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, "ვალენსიასთან" აუცილებლად ვითამაშებდი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა, "ბლაუგრანამ" ანგარიშით 1:2 დათმო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით