კარლო კუდიჩინი: "ევროპის ლიგის ფინალში, პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეტოქე იქნება"

27-05-2019, 11:35

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის დამხმარე, იტალიელი კარლო კუდიჩინი, მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგის ფინალზე საუბრობს:

"ეს პეტრ ჩეხისთვის კარიერაში ტიტულის მოპოვების უკანასკნელი შანსი იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე არ გამოვიყენებთ."

"როგორც "ჩელსისთვის", ასევე სავარაუდოდ მისთვის, ამ 90-120 წუთის განმავლობაში, ჩვენ ერთმანეთის მეტოქეები ვიქნებით, რადგანაც ასეთ მატჩებში, სენტიმენტების ადგილი არაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა, 29 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით