"პსჟ" "ლივერპულის" ფეხბურთელით დაინტერესდა

27-05-2019, 10:17

ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" "ლივერპულის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზელები ჯეიმს მილნერის დამატების ვარიანტს განიხილავენ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ინგლისელ ფეხბურთელს, "მერსესაიდულ" კლუბთან ამ ზაფხულის ხელშეკრულება უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მის მომავალი კლუბს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯეიმს მილნერმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით 43 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 7 გატანილი გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით