"ინტერი" "რომას" შემტევით დაინტერესდა

7-05-2019, 11:40

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" "რომას" ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული იფნრომაციის თანახმად, "მილანელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან "რომადან" ედინ ჯეკო გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "ინტერის" ბოსები ბოსნიელ ფორვარდს, მაურო იკარდის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა კლუბი უახლოეს პერიოდში დატოვოს.

33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 14 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ედინ ჯეკოს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნადალი: "ბასილაშვილისგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მოხარული ვარ, რომ ბოლოს ეს მაინც გამოვიდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით