გატუზო: "ფსიქოლოგიურად დაცლილი ვარ და ამას უნდა მივხედო"

27-05-2019, 16:39

იტალიური "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ გუნდის განვლილი სეზონი შეაჯამა.

"ჩემი გუნდის მადლობელი ვარ. ვამაყობ, რომ 68 ქულა მოვაგროვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოვხვდით".

"ჩემს თავზე ვერ ვისაუბრებ, მწვრთნელის მუშაობა კლუბმა და ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. ხელმძღვანელობას შევხვდები და დიალოგს გავმართავთ. მინდა მოვისმინო თუ რას ფიქრობენ ისინი ჩემზე".

"სეზონის განმავლობაში შეცდომები დავუშვით. გუნდმა ბევრი ცუდი პერიოდი გადაიტანა. არ ვიცი, შეგვეძლო თუ არა მეტი ქულის მოგროვება.
ბოლო 18 თვის განმავლობში ფაქტობრივად არ მიძინია. ფსიქოლოგიურად დაცლილი ვარ და ამას უნდა მივხედო", -  ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.

შეგახსენებთ, "როსონერიმ" 68 ქულა მოაგროვა, მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით