კავანი: "ამის შემდეგ დიდი ხანი არ მეძინა"

27-05-2019, 18:08

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ მედიის წარმომადგენლებთამ ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა გაიხსენა, რომელშიც პარიზული გუნდი "ბარსელონასთან" ანგარიშით 1:6 დამარცხდა.

"ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შედეგმა დიდი დარტყმა მომაყენა".

"დაძინება არ შემეძლო. ვკითხულობდი და წაგებაზე ვდარდობდი, დილით კი სავარჯიშოდ გამოუძინებელი მივდიოდი".

"ექიმი მამშვიდებდა და საძილე პრეპარატებს მაძლევდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად არ მეძინა, ამ ყველაფერის შესაცვლელად დიდი დრო დამჭირდა", - იხსენებს კავანი



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით