"პსჟ" "ლივერპულის" ფეხბურთელს დაიმატებს

27-05-2019, 20:03

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება,  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "პარი სენ-ჟერმენი" "ლივერპულის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.


წყაროს ცნობით. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ჯეიმს მილნერის აგენტს დაუკავშირდა და მოლაპარაკებები დაიწყო.

33 წლის ინგლისელს, "ლივერპულთან" კონტრაქტის სეზონის ბოლოს უმთავრდება.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ჯეიმს მილნერი 2015 წელს დაიმატა. მან "მერსესაიდელების" მაისური 176-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით