ანტონიო კონტე "ინტერში" მიდის ?!

27-05-2019, 23:14

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ანტონიო კონტე, მილანის "ინტერში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაცისი თანახმად, ზემოთ ხსენებული სპეციალისტი, არგენტინელ ლუჩიანო სპალეტის შეცვლის და მილანელთა თავკაცის პოზიციას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ცნობების მიხედვით, ამ დროის განმავლობაში მწვრთნელი წლიური ანაზღაურების სახით, 11 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კონტეს გადაბირებით ამჟამად "ინტერთან" ერთად, "რომაცაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით