"პსჟს" რადარზე მილნერი გამოჩნდა

27-05-2019, 23:20

ბოლო დროს "პსჟ" გამოირჩევა ვეტერანი ფეხბურთელების ტრანსფერებით. როგორც ჩანს, პარიზელები ტრადიციას არც მომავალ ზაფხულს უღალატებენ.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის რადარზე "ლივერპულის" ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, თომას ტუხელ გუნდის შუა ხაზში პრობლემების მოსაგვარებლად სწორედ 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მილნერს მერსისაიდელებთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება. შესაბამისად, შესაძლოა "პსჟმ" იგი უფასოდ დაიმატოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით