"ლივერპული" მემფის დეპაიზე უარს ამბობს ?!

27-05-2019, 23:23

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულმა "ლივერპულმა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნის, მემფის დეპაის გადაბირებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სქაუზერების" რადარიდან 25 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის "გაქრობა", "ოლიმპიკ ლიონის" მიერ დაწესებულმა თანხამ განაპირობა, რომელიც 110 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობების მიხედვით, იურგენ კლოპი ყურადღებას ახლა ამავე გუნდის კაპიტანსა და ნახევარმცველზე, ნაბილ ფეკირზე გადაიტანს, რომლის შეძენასაც "ლივერპული", გასულ წელსაც სცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში ჩატარებულ 36 შეხვედრაში, 10 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით