"ბარსელონამ" "ვესტ ჰემის" შეთავაზებაზე უარი განაცხადა !

28-05-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში, ლონდონის "ვესტ ჰემში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩაქუჩებმა" ესპანურ გრანდს, 25 წლის მოთამაშის სანაცვლოდ, 18 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, რამაც კატალონიელთა მოწონება ვერ დაიმსახურა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, გომეშის გასხვისებას, 25 მილიონზე ნაკლებად არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 27 შეხვედრაში, 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით