ბერდ ლენო: "სამარცხვინოა, რომ ევროპის ლიგის ფინალში, ჰენრიხ მხითარიანი მონაწილეობას ვერ მიიღებს"

28-05-2019, 12:08

ლონდონის "არსენალის" გერმანელი გოლკიპერი, ბერდ ლენო, მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგის ფინალზე საუბრობს:

"დიახ ნამდვილად სამარცხვინოა, როდესაც მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავად შრომობ, გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებ, ბოლოს კი უმნიშვნელოვანესს შეხვედრაში მონაწილეობას, პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ იღებ."

"მსურს ფინალში ჩემი პერფორმანსი, სწორედ ჰენრიხ მხითარიანს მივუძღვნა, ის ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ევროპული ტურნირის საფინალო ტურში, ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით