უნაი ემერი: "ედენ აზარი მსოფლიოს 4 საუკეთესო მოთამაშეთა სიაში შედის"

28-05-2019, 12:35

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგის ფინალზე საუბრობს:

"ერთი რამ ცხადია, უძლიერესი მეტოქე გვყავს, რომლის რიგებშიც, ედენ აზარის სახით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა 4-ეულში შემავალი ფეხბურთელი ირიცხება."

"ჩელსი" სხვა ინგლისური გუნდებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სრულყოფილი შემადგენლობით იწონებს თავს, მაურისიო სარის საკმაოდ დაბალანსებული 11-ეული ჰყავს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა, 29 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით