"ატლეტიკო" "პსჟს" შემტევით დაინტერესდა

28-05-2019, 12:10

დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდის დამატებიტ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდელთა, ერთ-ერთი მთავარი სამინზე, ედინსონ კავანი იქნება.

როგორც ცნობილია, თავად ურუგაველ ფეხბურთელსაც სურს, მადრიდულ გრანდში თამაში და შესაძლო ტრანსფერზე უკვე ისაუბრა "ატლეტიკოს" ბოსებთან.

32 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაირუით 33 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 23 გატანილი გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ედინსონ კავანის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით