ნიკოლას პეპე გრანდების რადარზე

28-05-2019, 12:36

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული "ლილის" ახალგაზრდა ფორვარდის, ნიკოლას პეპეს შეძენით მსოფლიო გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპეს დამატებით, "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "არსენალი", "ლივერპული", მადრიდის "ატლეტიკო", "პსჟ" და მილანის" "ინტერი" ინტერესდებიან.

როგორც ცნობილა, ფრანგული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგმა ფორვარდმა მიმდიანრე სეზონში "ლილის" მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი, 23 გატანილი გოლით და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით