ბოატენგი პრემიერ ლიგაში ?

28-05-2019, 12:53

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ ლიგის გრანდები, მიუხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ჟერომ ბოატენგის დამატებას ეცდებიან.

როგორც ცნობლია, თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერი ფასი 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით