იტალიური გრანდი ხამესის შეძენით დაინტერესდა

28-05-2019, 15:04

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიელები მაქსიმალურად ეცდებიან, "სამეფო კლუბიდან" ხამეს როდრიგესი გადმოიბირონ, რომელიც მალე "ბაიერნს" დატოვებს და "რეალში" დაბრუნდება.

როგორც ცნობილია, კოლუმბიელი ფეხბურთელის დამატება, პირადად კარლო ანჩელოტის სურს, რომელსაც უკვე ნამუშევარი აქვს როდრიგესთან.

ხამესმა მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისური სულ 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 7 გატანილი გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსნებეთ იმასაც, რომ ხამეს როდრიგესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით