პერესი: "მან მითხრა, რომ ჩინეთიდან ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს"

25-06-2019, 11:03

"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მედიის წარმომადგენლებთამ ისაუბრა და დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ  სერხიო რამოსს გუნდიდან წასვლა სურს.

"რამოსი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მას ჩინეთიდან ძალიან სერიოზული შემოთავაზება აქვს, თუმცა მათ ტრანსფერში ფულის გადახდა არ შეუძლიათ. მე ვუპასუხე, რომ ეს არ მოხდება".

"გუნდის კაპიტნის უფასოდ გაშვება დაუშვებელია, ეს საშიში პრეცედენტი იქნებოდა. ახლა გუნდში ყველაზე დიდი კონტრაქტი რამოსს აქვს, რადგან ის ამას იმსახურებს. ადრე რონალდუს ჰქონდა, თუ მარადონას გავიფორმებთ, მას ექნება".

"მასთან ვისაუბრე, რადგან ის კაპიტანია, არ მსმენია, რომ სერხიო წასვლით იმუქრება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით გაკვირვებული ვარ. ამ ყველაფრისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭებინათ. მე რამოსი ძალიან მიყვარს და მისთვის ყველაფერს ვაკეთებ",  - პერესის სიტყვებს Marca ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით