"ბარსელონა" დემბლეს სატრანსფერო ფანჯარაზე დააყენებს

28-05-2019, 19:54

ესპანურ მედიაშვი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონა" უსმან დემბელს გაყიდვას გეგმავს.

როგორც გამოცემები იუწყებიან, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ტრანსფერზე უკვე დააყენა და შემოთავაზებებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე "ბარსელონაში" 2017 წელს გადავიდა. მან კლუბის მაისური 65-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით