"იუვენტუსმა" გვარდიოლას ინტერესი უარყო

28-05-2019, 22:04

ტურინის "იუვენტუსიდან" მასიმო ალეგრის წასვლის შემდგომ მის შემცვლელზე საუბრები აქტიურად დაიწყო.

დღეს ბრიტანულმა გამოცემა AGI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბებერმა სინიორამ" შეთანხმებას მიაღწია პეპ გვარდიოლასთან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სიცრუეა.

იტალიური კლუბის წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს სრული სიცრუეა და "იუვენტუსს" არც კი უცდია გვარდიოლასთან კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ სპეციალისტს "სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით