"ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებაზე მუშაობს

28-05-2019, 23:31

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიის "ბარსელონამ" შესაძლოა ნეიმარ ჯუნიორი დაიბრუნოს.

რადიო RAC1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ოსმან დემბელეს გაყიდვას გეგმავს, მის შემცვლელად კი სწორედ ბრაზილიელი გარემარბი ესახება.

წყაროს ცნობით, ესპანელები ხმაურიან გაცვლას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც კლუბი ნეიმარის სანაცვლოდ სწორედ დემბელესა და გარკვეულ თანხას გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი "ბარსას" რიგებში 2013-17 წლებში გამოდიოდა, რის შემდგომაც პარიზში სარეკორდო ფასად, 222 მილიონად გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით