ნაბი კეიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს !

29-05-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" გვინეელი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელმა, 1/2 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა, ამიტომაც მას დიდი ალბათობით განაცხადშიც ვერ ვიხილავთ.

თავად გუნდის თავკაცის, გერმანელი იურგენ კლოპის მიხედვით, კეიტას ასპარეზობის შანსები, 0-ის ტოლია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 1 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით