"ლივერპული" პეპეს შეძენით დაინტერესდა

29-05-2019, 10:06

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპული" ფრანგული "ლილის" ფორვარდის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, ფრანგული კლუბიდან, ნიკოლას პეპე დაიმატონ.

როგორც ცნობლია, ახალგაზრდა ფორვარდის დამატებით პირადად, იურგენ კლოპია დაინტერესებული, რომელიც პეპეს, რობერტო ფირმინოს ალტერნატივად განიხილავს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ  ფრანგული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგმა ფორვარდმა მიმდიანრე სეზონში "ლილის" მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი, 23 გატანილი გოლით და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით