"დორტმუნდი" "იუვენტუსის" შემტევით დაინტერესდა

29-05-2019, 19:33

გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინული კლუბიდან, მარიო მანჯუკიჩის გადმობირებას ეცდება.

როგორც ცნობილია, გერმანული კლუბის ბოსები ახლო მომავალში მიმართავენ "ბებერი სინიორას" მესვეურებს ხორვატი ფეხბურთელის თაობაზე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მარიო მანჯუკიჩის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით