ეფენბერგი: "ბოატენგი დორტმუნდისთვის იდეალურია"

29-05-2019, 22:56

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი, სტეფან ეფენბერგი მიიჩნევს, რომ ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი კონკურენტ კლუბში უნდა გადავიდეს.

"დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ან სამი გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება."

"სწორედ ასეთი მოთამაშეა ჟერომ ბოატენგი. მას შეუძლია "ყვითლების" დაცვის ცენტრში პრობლემები სრულიად აღმოფხვრას."

"რეალისტები უნდა ვიყოთ. ბოატენგმა "ბაიერნში" თავისი თავი უკვე ამოწურა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის დორტმუნდელებს იდეალურად შეეწყობა." - აცხადებს ეფენბერგი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით