ჯონ ტერი: "სამწვრთნელო კარიერის დაწყებაზე ამჟამად არ ვფიქრობ"

30-05-2019, 00:02

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული ინგლისელი კაპიტანი და ცენტრალური მცველი, ჯონ ტერი, მის სამწვრთნელო კარიერაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მომავალში ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა ამჟამად სიმართლე გითხრათ, თავკაცობის იდეა დიდად არ მიზიდავს, რადგანაც ახალგაზრდულ სისტემაში მუშაობა საყვარელ საქმიანობად მექცა."

"მსურს ყველაფერი თავიდან დავიწყო, რის გამოც არ მრცხვენია რომელიმე თავკაცის ქვეშ ასპარეზობის, სწავლა და შრომა, წარმატების განუყოფელი ნაწილებია."

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ტერი, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, "ასტონ ვილას" დამხმარე მწვრთნელის პოზიციას იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით