ჰარი მაგუაიერი: "მანჩესტერ იუნაიტედზე" არ ვფიქრობ"

30-05-2019, 11:35

ინგლისური "ლესტერის" ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაიერი, მის მომავალზე საუბრობს:

"ამჟამად არც "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობ და არც სხვა რომელიმე კლუბზე, რადგანაც ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი, ინგლისის ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობაა."

"ჰოლანდიასთან შეხვედრას და ფინალში გასვლას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც ამ დროს ყურადღების გატანა ან კონცენტრირების დაკარგვა, უპატიებელია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით