პეპე რეინა: "დავიდ დე ხეას კრიტიკა გაუმართლებელია, ჩავარდნა ყველა მეკარეს აქვს"

30-05-2019, 12:35

იტალიური "ნაპოლის" ყოფილი ესპანელი მეკარე, პეპე რეინა, "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერსა და მის თანამემამულეზე, დავიდ დე ხეაზე საუბრობს:

"დავიდის კრიტიკა გაუმართელებელია. როდესაც "ლივერპულში" ვთამაშობდი, მსგავსი რამ მეც გადამხდა თავს, ყველას აქვს ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდი, დე ხეა ბოლო 4 წლის განმავლობაში "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომაც მასზე გაცემული ავანსებიც შესაბამისად დიდია."

"მას ახლა მხოლოდ თავდაჯერებულობის დაბრუნება სჭირდება, მომდევნო სეზონში დარწმუნებული ვარ ყველაფერი შეიცვლება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ 28 წლის ფეხბურთელს ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალთან" აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით