"ჩელსი" ევროპა ლიგის გამარჯვებულია

30-05-2019, 00:50

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ევროპის ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალური მატჩი, რომელშიც ლონდონის "ჩელსი" თანაქალაქელ "არსენალს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი 49-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით გაიტანა, რასაც 11 წუთში პედროს ზუსტი დარტყმა მოჰყვა. 65-ე წუთზე ედენ აზარმა ფრანგი ფორვარდის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად გარდასახა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა აივობიმ შორეული დარტყმით აიღო კეპას კარი და "წითლებს" გარკვეული შანსი დაუტოვა, თუმცა, ზუსტად სამ წუთში ედენ აზარმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად "არისტოკრატებმა" ისტორიაში რიგით მეხუთე ევროთასი მოიგეს. ორი თასების თასის ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდგომ, "ჩელსიმ" უკვე მეორედ მოახერხა ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით